ფინეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა, პოლიციამ სროლაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი დააკავა
ფინეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა, პოლიციამ სროლაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი დააკავა

ფინეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle ავრცელებს.

ამასთან, პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც არასრულწლოვანია.

შემთხვევა ქალაქ ვანტააში მოხდა. პოლიცია ადგილზე ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 09:08 საათზე გაემართა. დაწყებულია მომხდარის გამოძიება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ქალაქის კრიზისების მართვის ჯგუფის შეხვედრა.

სკოლას, სადაც სროლა მოხდა, 800 მოსწავლე და 90 თანამშრომელი ჰყავს. ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას თვითმხილველებმა თქვეს, რომ სკოლის ტერიტორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორმა მანქანამ დატოვა.