აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

კოლომოისკისა და მის პარტნიორს, უკრაინული „პრივატბანკიდან“ გატანილი და „გათეთრებული“ ფულით, აშშ-ში უძრავი ქონების შესყიდვას ედავებიან. საუბარია კენტუკისა და ტეხასში მდებარე უძრავ ქონებაზე.

როგორც სარჩელშია ნათქვამი, 2008-2016 წლებში „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია მოხდა, ხოლო კოლომოისკიმ და მისმა პარტნიორმა, გენადი ბოგოლიუბოვმა, მილიარდობით დოლარი მიითვისეს, რისთვისაც ოფშორული კომპანიები და „პრივატბანკის“ კვიპროსის ფილიალი გამოიყენეს.

კოლომოისკის წინააღმდეგ ბრალდებას ფედერალური საგამოძიებო ბიურო, საბაჟო სამსახური და პროკურატურა იძიებენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აპრილში კიევის სასამართლომ „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია უკანონოდ ცნო, თუმცა უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შედეგად, „პროვატბანკის“ ნაციონალიზაციის უკანონოდ გამოცხადება, უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, შეჩერებულია.

2020 წლის მაისში უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც ნაციონალიზებული ბანკების ყოფილი მფლობელებისთვის დაბრუნებას კრძალავს.