უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს.
აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია მედიამ გაავრცელა, რომელიც შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს არა ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ ოთახში, სადაც შესაძლებელი იყო, რომ მას ემუშავა.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მათივე ინფორმაციით, ნაპოვნი მოწყობილობა უმოქმედო იყო და ის ექსპერტებს უკვე გადაეცათ.