უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მხარე არ ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით კი, განადგურებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ასევე მწყობრიდან არის გამოყვანილი ავიაბაზების სამხედრო ინფრასტრუქტურა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.