აშშ პოლონეთს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის ორ მილიარდ დოლარს ასესხებს

11:18, 26.09.2023

აშშ პოლონეთს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის ორ მილიარდ აშშ დოლარს ასესხებს.

პოლონეთს იმ საბჭოთა დროინდელი სამხედრო ტექნიკის ჩანაცვლება სურს, რომელიც მან უკრაინას გადასცა, რისთვისაც ვაშინგტონმა ვარშავას პირდაპირი სესხის სახით ორი მილიარდი დოლარის მხარდაჭერა შესთავაზა.

„პოლონეთი აშშ-ის მტკიცე მოკავშირეა. პოლონეთის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის კოლექტიური თავდაცვისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სამხედრო ტექნიკის განახლებას ვარშავა ამერიკული და სამხრეთკორეული პროდუქციით აპირებს. პოლონეთი მიმდინარე წელს თავდაცვაზე მშპ-ის 4%-ის დახარჯვას გეგმავს.

მსგავსი