სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - პოლონეთი დათანხმდა „მიგ-29-ის“ ტიპის თვითმფრინავების უკრაინისთვის ერთობლივ გადაცემას, დადგა დრო, ამ საკითხზე სლოვაკეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღოს
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - პოლონეთი დათანხმდა „მიგ-29-ის“ ტიპის თვითმფრინავების უკრაინისთვის ერთობლივ გადაცემას, დადგა დრო, ამ საკითხზე სლოვაკეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღოს

პოლონეთი დათანხმდა „მიგ-29-ის“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავების უკრაინისთვის ერთობლივ გადაცემას და დადგა დრო, რომ სლოვაკეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღოს ამ საკითხზე, – ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა განაცხადა.

სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების ერთობლივ გადაცემაზე პოლონელ კოლეგას შვედეთში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ესაუბრა.

იაროსლავ ნადის განცხადებით, უკრაინისთვის „მიგ-29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას იდეას მხარს უჭერს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც.

სლოვაკეთი განიხილავს, უკრაინას გადასცეს საბჭოთა წარმოების 11 „მიგ-29“-ის ტიპის თვითმფრინავიდან ათი, რომლებიც გასულ წელს შეიარაღებიდან ამოიღეს.