ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას აუქმებს
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას აუქმებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას აუქმებს.

არსებული დოკუმენტი პარიზში 1990 წელს გაფორმდა, ხოლო 1999 წელს სტამბოლში, ეუთო-ს სამიტზე ხელი მოეწერა დოკუმენტის განახლებულ ვერსიას, რომლის რატიფიცირებაც მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ: რუსეთმა, ბელარუსმა, ყახაზეთმა და უკრაინამ განახორციელეს, თუმცა ნატო-ს სხვა ქვეყნებმა განაგრძეს ისევ ძველი დებულებების დაცვა. ამის შედეგად რუსეთმა გადაწყვიტა ხელშეკრულების შეწყვეტა, ვიდრე ნატო-ს ქვეყნები არ მოახდენდნენ ადაპტირებული დოკუმენტის რატიფიცირებას.

2015 წელს რუსეთმა შეწყვიტა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობაც, თუმცა, იურიდიულად, ამ დრომდე მაინც ითვლებოდა ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყანად. 2015 წლიდან საკონსულტაციო ჯგუფში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი ბელარუსია.