„პოლიტიკო“ – დასავლეთში კიევის თანამედროვე თვითმფრინავებით მომარაგების შესახებ სამხედრო ჩინოსნებსა და დიპლომატებს შორის მსჯელობა მიმდინარეობს

13:41, 26.01.2023

დასავლეთში კიევის თანამედროვე თვითმფრინავებით მომარაგების შესახებ სამხედრო ჩინოსნებსა და დიპლომატებს შორის მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები უჭერენ მხარს.

„შემდეგი ბუნებრივი ნაბიჯი იქნება სამხედრო თვითმფრინავები“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატმა.

გამოცემა წერს, რომ მომდევნო თვეში რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე მთავარი აქცენტი სწორედ ავიაციასა და საჰაერო მხარდაჭერაზე გაკეთდება.

მსგავსი