„პოლიტიკო“ - დასავლეთში კიევის თანამედროვე თვითმფრინავებით მომარაგების შესახებ სამხედრო ჩინოსნებსა და დიპლომატებს შორის მსჯელობა მიმდინარეობს
დასავლეთში კიევის თანამედროვე თვითმფრინავებით მომარაგების შესახებ სამხედრო ჩინოსნებსა და დიპლომატებს შორის მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები უჭერენ მხარს.
„შემდეგი ბუნებრივი ნაბიჯი იქნება სამხედრო თვითმფრინავები“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატმა.
გამოცემა წერს, რომ მომდევნო თვეში რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე მთავარი აქცენტი სწორედ ავიაციასა და საჰაერო მხარდაჭერაზე გაკეთდება.