მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ბოლო ორ კვირაში სამი სოფელი გაათავისუფლეს
მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ბოლო ორ კვირაში სამი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამი სოფელი გაათავისუფლეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ალექსეი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები განაგრძობენ ხერსონის ოლქის რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან ეტაპობრივ გათავისუფლებას. ბოლო ორი კვირის განმავლობაში გათავისუფლებულია ივანოვკა და ლოზოვოე, მიმდინარე კვირას გაათავისუფლეს ანდრეევკა“, – განაცხადა გრომოვმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალები ხერსონის ოლქში უკრაინის არმიის კონტრშეტევისთვის ემზადებიან.