უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი - ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან უკრაინის ძალებმა მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდების მესამედი
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი - ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან უკრაინის ძალებმა მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდების მესამედი

ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან უკრაინის ძალებმა მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდების მესამედი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი ავრცელებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ჩვენმა სამხედროებმა მწყობრიდან გამოიყვანეს 24 რუსული გემი და ერთი წყალქვეშა ნავი. ღია წყაროების მონაცემებით, ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებისას რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 74 საბრძოლო გემს ითვლიდა“, – ნათქვამია სტრატკომის განცხადებაში.

გასულ კვირას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ პირველი თებერვლის ღამეს უკრაინის ძალებმა ოპერაციის შედეგად გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო კატარღა „ივანოვეცი“.