უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყნის რეგიონების მიმართულებით გაშვებული „შაჰედის“ ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და 860 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყნის რეგიონების მიმართულებით გაშვებული „შაჰედის“ ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და 860 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ზაპოროჟიეს, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების მიმართულებით გაშვებული „შაჰედის“ ტიპის 13-ვე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

გარდა ამისა, ჩამოგდებულია ბელგოროდის მიმართულებით გაშვებული ორი საზენიტო მართვადი რაკეტა და სამ-სამი „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა.

დაშვებულებისა ან დაზიანებების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა 860 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს. რუსული მხარის ჯამურმა დანაკარგმა კი 445 900 ჯარისკაცს მიაღწია.