უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქზე დარტყმის შედეგად 19 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქზე დარტყმის შედეგად 19 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს, რომ დონეცკის ოლქზე დარტყმის შედეგად 19 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული.

როგორც გენშტაბში ამბობენ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დაარტყეს დასახლება ელენოვკაში რუსი სამხედროების მიერ მოწყობილ შენობას. შედეგად დაიღუპა 19 რუსი ჯარისკაცი. მათ შორის არის ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილე. კიდევ 12 სამხედრო კი დაიჭრა.

ტელეგრამარხებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელი ჯარისკაცების დარტყმის შედეგად დაიღუპა რუსეთის საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადის პირადი შემადგენლობა.

უკრაინელების მიერ განხორციელებული დარტყმის შესახებ მანამდე უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ოლეგ ცარევი იუწყებოდა. მისივე თქმით, იერიში „ჰაიმარისის“ რაკეტებით იყო მიტანილი.

ბოლო ორ კვირაში ეს მესამე მსგავსი დარტყმაა. 20 თებერვალს უკრაინის არმიამ „ჰაიმარსის“ რაკეტებით დაარტყა დონეცკის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონს, რასაც 60 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. 21 თებერვალს კი დარტყმა განხორციელდა ხერსონის ოლქში. კიევში ამბობენ, რომ ამ იერიშსაც, სულ მცირე, 60 რუსი ჯარისკაცი შეეწირა.