უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ქართველი კოლეგების მადლიერი ვარ, ერთობლივი ძალისხმევა აგრესორზე გამარჯვების მთავარი გასაღებია
უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ქართველი კოლეგების მადლიერი ვარ, ერთობლივი ძალისხმევა აგრესორზე გამარჯვების მთავარი გასაღებია

დიდად მადლიერი ვარ ჩვენი კოლეგებისა და მეგობრების მიმართ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, ამ მძიმე დროს, უკრაინის მხარდამჭერი სიტყვებისთვის!,- ასე ეხმაურება უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ მერეჟკო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებას.

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა და ორმხრივი მხარდაჭერა აგრესორზე – რუსეთის ფედერაციაზე გამარჯვების მთავარი გასაღებია“,- წერს უკრაინელი დეპუტატი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც  ქართველი დეპუტატები აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევის, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებისა და კრემლის აგრესიული რიტორიკის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებენ.

 

Надзвичайно вдячний колегам і друзям з Комітету закордонних справ Парламенту Грузії за слова підтримки України у цей…

Posted by Олександр Мережко on Thursday, 8 April 2021