უკრაინის რადამ ლუდმილა დენისოვას სახალხო დამცველის თანამდებობა დაატოვებინა
უკრაინის რადამ ლუდმილა დენისოვას სახალხო დამცველის თანამდებობა დაატოვებინა

ლუდმილა დენისოვა უკრაინის ომბუდსმენის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ლუდმილა დენისოვას ომბუდსმენის თანამდებობიდან გათავისუფლებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უკრაინულ მედიასთან პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი პაველ ფროლოვი ლუდმილა დენისოვას გათავისუფლების რამდენიმე მიზეზს ასახელებს: ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისას, პატიმრების დაცვისა და გაცვლის დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეებისა და ბავშვების დეპორტაციის პერიოდში და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ღონისძიებების კუთხით უფლებამოსილების სისტემატური შეუსრულებლობა. ასევე, მედიასთან ყურადღების გამახვილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობრივად ჩადენილი სექსუალური დანაშაულებისა და ბავშვთა გაუპატიურების მრავალ დეტალზე, რომლებიც არ იყო მტკიცებულებით დადასტურებული და ზიანი მოჰქონდა მხოლოდ უკრაინისთვის.

გარდა ამისა, პაველ ფროლოვის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ ლუდმილა დენისოვა ხანგრძლივად იმყოფებოდა საზღვარგარეთ არასამუშაო მისიებში.

ამასთან, უკრაინის საპარლამენტო ოპოზიციაში განაცხადეს, რომ დენისოვას ნაკლები კოორდინაცია ჰქონდა პრეზიდენტის ოფისთან, ამავდროულად, ომამდე მან გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ და მკვეთრად დაგმო ზელენსკის ინიციატივა ოლიგარქების შესახებ კანონის მიღების თაობაზე.