უკრაინის რადამ არსენ ავაკოვის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა
უკრაინის რადამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა.
არსენ ავაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი მხოლოდ 31 დეპუტატმა დაუჭირა, 102 წინააღმდეგი იყო, ხოლო 108-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. გადაწყვეტილების მისაღებად 226 ხმა იყო საჭირო.
ავაკოვის ირგვლივ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის შვილი კორუფციული ბრალდებით დააპატიმრეს. ოპოზიცია თვლის, რომ ავაკოვი თანამდებობრივი ძალაუფლების გამოყენებით გამოძიებაზე ზეწოლას ახდენს.
თავად მინისტრი აცხადებს, რომ მზადაა პოსტი დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ ამის რეალური საფუძველი გაჩნდება.