უკრაინის ქალაქ იზიუმში, საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
როგორც უკრაინული მედია იზიუმუს მერზე დაყრდნობით წერს, საჰაერო დარტყმა ადგილობრივი დროით 23:59 საათზე განხორციელდა და დაღუპულებს შორის, როგორც მერი აცხადებს, მცირეწლოვნებიც არიან.
ამასთან, რამდენიმე საათით ადრე, იერიშის სამიზნე აღმოჩნდა ბუნებრივი აირის მილსადენი, რის გამოც 40 ათასამდე მოსახლე ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.