სალომე ზურაბიშვილი – უმკაცრესად ვგმობ რუსეთის სისასტიკეს იზიუმში, ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი
უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში, ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზირაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა! #SlavaUkraini“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მედიის ცნობით, იზიუმის მასობრივ სამარხში ნაპოვნი იმ ცხედრების 99 პროცენტს, რომელთა ექსპერტიზაც ჩატარდა, ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს.
I condemn in the strongest terms the atrocities committed by Russia in #Izium. These war crimes must be answered by justice. Ukraine will not fall, and peace will prevail. #SlavaUkraini
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 18, 2022