ხარკოვის პოლიციის ცნობით, უკრაინელი სამხედროების მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს
პოლიციის ცნობით, უკრაინელი სამხედროების მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც სულ მცირე 440 ადამიანის ცხედარია დასაფლავებული. ეს ინფორმაცია ტელეკომპანია „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა, სერგეი ბოლვინოვმა დაადასტურა.
მისივე თქმით, ადამიანების ნაწილი მოკლულია, ნაწილი კი საარტილერიო ცეცხლის შედეგადაა დაღუპული. ზოგიერთი ავიაიერიშებს ემსხვერპლა.
ბოლვინოვის თქმით, ცხედრების უმეტესობა ინდენტიფიცირებული არაა და თითოეული მათგანის სიკვდილის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ამასთან, რადიო „თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ პროექტი ტელეკომპანია „ნასტაიაშაია ვრემია” აქვეყნებს სამარხების ფოტოებს, რომლებიც უკრაინელი ჟურნალისტებისგან მოიპოვა. ზოგიერთ საფლავს ჯვარი ადგას და წარწერა აქვს, ზოგიერთზე დევს ყვავილები გვირგვინიც.