„სიენენის“ ინფორმაციით, იზიუმის მერი აცხადებს, რომ ქალაქი რუსებისგან გათავისუფლებულია
„სიენენის“ ინფორმაციით, იზიუმის მერი აცხადებს, რომ ქალაქი რუსებისგან გათავისუფლებულია

იზიუმის მერი ვლადიმირ მაცოკინი აცხადებს, რომ ქალაქი რუსებისგან გათავისუფლებულია. „სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ვლადიმირ მაცოკინმა უკრაინულ რადიოსთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი უკრაინის შეიარაღებული ძალები იზიუმში არიან. ჯერჯერობით, არ შეიძლება, ითქვას, რომ სამხედრო ოპერაცია იზიუმის გასათავისუფლებლად დასრულებულია, მაგრამ სამხედროები მუშაობენ“, – განაცხადა მაცოკინმა.

ამასთან, მაცოკინმა აღნიშნა, რომ ქალაქში მდებარე კრემენეცის მთაზე უკვე აღმართულია უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშა, რაც დადასტურებულია.

„ეს ნამდვილი დღესასწაულია, ჩვენი ქალაქის გათავისუფლების დღე. 10 სექტემბერი არის იზიუმის რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლების დღე“, – განაცხადა იზიუმის მერმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ქალაქთან უკრაინელი ჯარისკაცების მიახლოების შესახებ. უკრაინელ მებრძოლები აცხადებდნენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა იარაღი დაყარეს და ქალაქიდან გაიქცნენ.