უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები ხვალ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები ხვალ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის დებატებისთვის ყველა ადგილი შევსებულია. მოედანზე 70 ათასი ადამიანი ეტევა.
დებატები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.