კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

პეჩორის რაიონული სასამართლო, სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პეტრო პოროშენკო პოლონეთიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდა და აეროპორტიდან სასამართლო დარბაზში მივიდა. მედიასთან უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრალდებებს არ ეთანხმება და ციხეში ჩაჯდომას არ აპირებს.

პოროშენკოს განცხადებით, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლებმა აეროპორტში მას პასპორტი გამოართვეს და ცდილობდნენ, არ შეეშვათ უკრაინის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, სამართალდამცავები 15 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ მის ბიომეტრიულ პასპორტს.

ამასთან, გამოძიების ბიუროს თანამშრომლებმა აეროპორტშივე სცადეს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასამართლოში გამოძახების ცნობის გადაცემა, თუმცა პოროშენკომ და მისმა ადვოკატებმა უარი განაცხადეს მის ჩაბარებაზე.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა.