უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები ხვალ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება

17:43, 18.04.2019

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები ხვალ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის დებატებისთვის ყველა ადგილი შევსებულია. მოედანზე 70 ათასი ადამიანი ეტევა.

დებატები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი