ადვოკატის ინფორმაციით, კიევის რაიონულმა სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა
ადვოკატის ინფორმაციით, კიევის რაიონულმა სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა

კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა. აღნიშნულის შესახებ პეტრო პოროშენკოს ადვოკატმა, იგორ გოლოვინმა განაცხადა.

მისი თქმით, პეტრო პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება და ცნობილია, რომ კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ გასცა მისი დაკავების ნებართვა სასამართლო სხდომაზე მიყვანის მიზნით. ადვოკატის ინფორმაციით, არსებობს შუამდგომლობა გენერალური პროკურატურის მხრიდან პოროშენკოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

გოლოვინის განცხადებით, მათ კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოს მიმართეს, რომ სასამართლო პროცესი დაინიშნოს 17 იანვარს, რათა ყოფილ პრეზიდენტს მასზე გამოცხადების საშუალება ჰქონდეს. მისი თქმით, პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნებისთანავე საკუთარი ნებით გამოცხადდება სასამართლოში და მისი დაკავების ან სასამართლო სხდომაზე იძულებით მიყვანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

დატოვე კომენტარი