კიევში, პეჩორის სასამართლოსთან პეტრო პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
კიევში, პეჩორის სასამართლოსთან პეტრო პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

კიევში, პეჩორის რაიონულ სასამართლოსთან უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დღეს პეტრო პოროშენკოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოცხადება იგეგმება. გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერებს არ მისცა საშუალება, გათბობის მიზნით ცეცხლის დასანთებად კასრები დაედგათ. ამასთან, სამართალდამცველებმა სასამართლოსთან გაშლილი კარვების აღება სცადეს.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.