უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ტყვედ ჩავარდნილი რუსი ოკუპანტებისთვის სპეციალური ბანაკების მოწყობა დაიწყო
უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი ოკუპანტებისთვის სპეციალური ბანაკების მოწყობა დაიწყეს. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბანაკების მოწყობას, ასევე ტყვეებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევას ჟენევის კონვენცია ითვალისწინებს. ბანაკების შექმნის თაობაზე თავდაცვისა და შინაგან სამინისტროების, ასევე სხვადასხვა უწყებათა დონეზე, ერთობლივი განკარგულებაც გაიცა.
სამხედრო ტყვეთა საკითხებზე საგანგებოდ შექმნილი სამართალდამცავი ორგანო – სამხედრო სამართალდამცავი სამსახური იმუშავებს.