ვიქტორ ორბანი - ევროპული ინსტიტუტები ფულს აძლევენ გავლენიან „სოროსელებს“, რომლებიც ევროკომისიასა და ევროპარლამენტში სხედან, ბრიუსელი სულ უფრო მეტად ხდება მათი ტყვე
ვიქტორ ორბანი - ევროპული ინსტიტუტები ფულს აძლევენ გავლენიან „სოროსელებს“, რომლებიც ევროკომისიასა და ევროპარლამენტში სხედან, ბრიუსელი სულ უფრო მეტად ხდება მათი ტყვე

ევროპული ინსტიტუტები ფულს აძლევენ გავლენიან „სოროსელებს“, რომლებიც სხედან ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ამიტომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად ხდება მათი ტყვე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, უნგრულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბრიუსელი, რეალურად, „სოროსის“ ქსელის პატიმარია. ორბანის განცხადებით, ბრიუსელში არის ომის ატმოსფერო, ომის ენა, ომის ლოგიკა და ბრიუსელი საკუთარ ომს აწარმოებს მოსკოვის წინააღმდეგ, მაგრამ უნგრეთი არ ებრძვის რუსეთს.

უნგრეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უნგრეთში არის ორგანიზებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას ომში ჩაითრევს.

„ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდებენ, სამხედრო დონეზე ჩაერიონ რუსეთ-უკრაინის ომში. ქვეყანა თუ რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში შედის, ამას შეუძლია, მსოფლიო ომი გამოიწვიოს. შესაძლებელია ადგილობრივი კონფლიქტიდან მსოფლიო ომში გადასვლა. არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო ომები დაიწყო ცენტრალურ ევროპაში. პირველი მსოფლიო ომი ასევე ადგილობრივი კონფლიქტი იყო, რომელიც ეტაპობრივად იზრდებოდა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.