უკრაინის ელჩი საქართველოში - რუსეთის მთავრობას არ სურს ჩვენი ერების ევროპასთან ერთად ცხოვრება
უკრაინის ელჩი საქართველოში - რუსეთის მთავრობას არ სურს ჩვენი ერების ევროპასთან ერთად ცხოვრება

უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა ქართული მედიის კითხვებს მთავრობის ადმინისტრაციაში,  ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრის მიმდინარეობისას უპასუხა.

პირველი კითხვა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ეხებოდა.

„საქარველოს და უკრაინას ერთნაირი პრობლემები გვაქვს, თუმცა სიტუაცია განსხვავებულია. თქვენ ცხოვრობთ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ უკვე მრავალს წელია, უკრაინა კი განაგრძობს ბრძოლას. ყოველდღიურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის პირობა და სამწუხაროდ, ყოველდღიურად გვაქვს დანაკარგი, იღუპებიან უკრაინელი ჯარისკაცები. ეს არის განსხვავება. თუმცა ჩვენ გვაქვს კონსოლიდირებული მსოფლიო საზოგადოება, რომ შეაჩეროს რუსული აგრესია და გააკეთოს ყველაფერი ჩვენი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის. ამიტომაც, უკრაინა ძალიან ახლოს თანამშრომლობს ქართულ დელეგაციებთან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში”,- განაცხადა დოლგოვმა.

მისივე თქმით, რუსეთის მთავრობას არ სურს უკრაინისა და საქართველოს ევროპასთან ერთად ცხოვრება.

„ძალიან რთულია გყავდეს ასეთი მეზობელი, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას. თქვენ ეს საქართველოში კარგად იცით, გყავთ ბევრი დევნილი. ჩვენ ახლა გვიწევს ამ პრობლემებეთან გამკლავება.

პრობლემა იმაშია, რომ რუსეთის მთავრობას არ სურს ჩვენი ერების ევროპასთან ერთად ცხოვრება. მათ სურთ დომინანტობა უკრაინაშიც და საქართველოშიც”,- განაცხადა დოლგოვმა.