უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ელჩი იგორ დოლგოვი იმყოფება საქართველოში და ახლა ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ელჩი იგორ დოლგოვი იმყოფება საქართველოში და ახლა ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ფიზიკურად იმყოფება საქართველოში და ახლა ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან.

როგორც ანდრეი კასიანოვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინის საელჩო საქართველოში შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, როცა ელჩი მზად იქნება და შეუდგება საკუთარი მოვალეობის შესრულებას.

„ელჩი იგორ დოლგოვი ამ მომენტში გაწვეულია კონსულტაციებისთვის. ფიზიკურად ის იმყოფება საქართველოში და ახლა ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან. როგორც წინა ბრიფინგზე ვთქვი, ახლაც გავიმეორებ, საქართველოში უკრაინის საელჩო შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, როცა ელჩი იქნება მზად და შეუდგება თავის მოვალეობებს“, – განაცხადა კასიანოვმა.