პარლამენტთან, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველის პატივისცემის ნიშნად სოლიდარობის აქცია გაიმართა, იგორ დოლგოვი მივიდა

15:42, 19.03.2022

საქართველოს პარლამენტთან, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველის პატივისცემის ნიშნად სოლიდარობის აქცია გაიმართა, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი მივიდა.

დოლგოვმა გარდაცვლილ ქართველებს პატივი მიაგო და მათი სურათები გვირგვინით შეამკო. მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

აქციას ასევე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და მოქალაქეები.

 

მსგავსი