უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი დღეს მედიისთვის განცხადებას გააკეთებს

09:56, 15.03.2022

უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფება.

საქართველოს პირველი არხის კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ მივიდა იგორ დოლგოვი უკრაინის საელჩოში.

უკრაინის ელჩს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ცნობილია, იგორ დოლგოვი 15:00 საათზე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

უკრაინის ელჩი მედიასთან მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ მარტს საქართველოდან გაიწვია.

მსგავსი