უკრაინის ეკლესიის ახალი წინამძღოლის ასარჩევად გამაერთიანებელი კრება მიმდინარეობს
უკრაინაში ეკლესიების გამაერთიანებელი კრება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
უკრაინის დედაქალაქში, წმინდა სოფიას ტაძარში ქვეყნის ეკლესიის ახალი წინამძღოლი უნდა აირჩიონ.
ღონისძიების დაწყებამდე, ადგილზე მივიდა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც.
ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობას, რომ გამაერთიანებელ დახურულ კრებას 192 ადამიანი ესწრება. წმინდა სოფიას ტაძრის გარეთ კი ათასობით პირია შეკრებილი.
როგორც ცნობილია, კრებას საფრანგეთის მიტროპოლიტი, ემანუელი ხელმძღვანელობს. მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამაერთიანებელ კრებაზე მთავარი პრეტენდენტები, პატრიარქის მონაცვლე ეპიფანე, კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ფილარეტი, ასევე ლუკცის და ვოლინის მიტროპოლიტი მიქაელი არიან.
გამაერთიანებელ კრებაზე პატრიარქის არჩევასთან ერთად უნდა დამტკიცდეს ახალი მართვის დებულება. უკრაინის საპატრიარქოს ახალი მეთაურის არჩევნის შემდეგ, კი სავარაუდოდ უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს მიიღებს.