პეტრო პოროშენკო - უკრაინაში რწმენის თავისუფლება დაცული იქნება
პეტრო პოროშენკო - უკრაინაში რწმენის თავისუფლება დაცული იქნება

უკრაინის სახელმწიფო პატივისცემით მოეკიდება თითოეული მორწმუნე ადამიანის არჩევანს და ქვეყანაში რწმენის თავისუფლება დაცული იქნება. ეს განცხადება პეტრო პოროშენკომ მას შემდეგ გააკეთა, რაც სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს გადასცა.

„მე როგორც პრეზიდენტი გარანტიას გაძლევთ, რომ უკრაინის სახელმწიფო პატივს სცემს რწმენის თავისუფლებას და თითოეული მოქალაქის არჩევანს“,-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის ჩამოყალიბებას მოსკოვის საპატრიარქო არალეგიტიმურად თვლის.