უკრაინის ბირთვული ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით დაიმუქრნენ
უკრაინის ბირთვული ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით დაიმუქრნენ.
როგორც „ენერგოატომში“ ირწმუნებიან, რუსეთი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილევმა თავის სამხედროებს განუცხადა, რომ „ზაპოროჟიე იქნება რუსული მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ის გადამწვარ უდაბნოდ იქცევა“.
როგორც უკრაინული მხარე იუწყება, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრობლოკები დანაღმეს.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ქალაქ ენერგოდარზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. რაკეტები უშუალოდ სადგურის მოედანზე ჩამოვარდა, რომლის სიახლოვესაც გადამუშავებული საწვავის საცავი მდებარეობს.