ირანის ქალაქ აჰვაზში ელექტროსადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა [ვიდეო]
ირანის ქალაქ აჰვაზში მდებარე ელექტროსადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
ირანული მედიის ინფორმაციით, ტრანსფორმატორის აფეთქებამ სადგურზე ხანძარი გააჩინა, რომლის ლოკალიზება უკვე მოხერხდა.
ირანული სააგენტო „მეჰრის“ ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა სიცხე. ზარალის მასშტაბები ამ დროისთვის დგინდება.
2 ივლისს, აფეთქება მოხდა ნეთენზის ბირთვულ ობიექტზე. გასულ კვირას კი, მსგავსი ინციდენტი პარჩინის სამხედრო კომპლექსში მოხდა.
3 ივლისს ირანის ხელისუფლებაში არ გამორიცხეს, რომ ნეთენზის ბირთვულ ობიექტზე აფეთქება შესაძლოა ისრაელის კიბერთავდასხმამ გამოიწვია.
انفجار در نیروگاه ‘شهید مدحج زرگان
رییس سازمان آتش نشانی و خدمات ایمنی شهرداری اهواز وقوع انفجار در نیروگاه “شهید مدحج زرگان” در این شهر را تایید کرده و گفته است که دلیل آتشسوزی انفجار ترانس در نیروگاه بوده است. pic.twitter.com/m4THcwqqNF— BBC NEWS فارسی (@bbcpersian) July 4, 2020