მედიის ცნობით, საწვავის ამოწურვის შემდეგ ღაზის ერთადერთმა ელექტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა
მედიის ცნობით, საწვავის ამოწურვის შემდეგ ღაზის ერთადერთმა ელექტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა

ღაზის ერთადერთმა ელექტროსადგურმა საწვავის ამოწურვის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა, – ამის შესახებ „სიენენს“ ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, გალალ ისმაილმა განუცხადა.

„ღაზა ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა“, – განაცხადა ისმაილმა.

ისმაილმა აღნიშნა, რომ ღაზის მოსახლეობას შეუძლია ელექტროენერგიის გენერატორების გამოყენება, მაგრამ საზღვრის ბლოკადის გამო გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავის მარაგი ამოწურულია.