პოლონეთის ხელისუფლება ქვანახშირის უმსხვილესი სადგურის დახურვას 2036 წლის ბოლოსთვის გეგმავს
პოლონეთის ხელისუფლება ქვანახშირის უმსხვილესი სადგურის დახურვას 2036 წლის ბოლოსთვის გეგმავს

პოლონეთის ხელისუფლება ქვანახშირის უმსხვილესი სადგურის დახურვას 2036 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

ბელხატოვის ქვანახშირის ელექტოსადგური ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადგურია, რომელმაც 1982 წლის შემდეგ ატმოსფეროში მილიარდ ტონაზე მეტი CO2 გამოყო.

ლოძის რეგიონული მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პროექტით, ქვანახშირის დაწვა ბელჩატოვის ელექტროსადგურში 2030 წლისთვის 30 პროცენტით უნდა შემცირდეს, 2036 წლისთვის კი სრულად შეწყდეს.

ბელხატოვი პოლონეთის უმსხვილესი ელექტროსადგურია. მასზე ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის მეხუთედი მოდის. ლოძის რეგიონული მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა ტიპის ენერგიით უნდა ჩანაცვლდეს ქვანახშირის სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია 2030 წლის შემდეგ. ლოძის ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები ევროკავშირის მრავალმილიარდიან ფონდთან, სახელწოდებით „სამართლიანი გადასვლა“, რომელიც ნახშირზე დამოკიდებულ რეგიონებს ენერგიის მწვანე წყაროებზე გადასვლაში ეხმარება.

ბელხატოვის ქვანახშირის სადგურის დახურვის გეგმას მიესალმებიან ეკოაქტივისტები, მათ შორის გარემოსდამცველი ორგანიზაცია „გრინფისი“.