უხვი ნალექის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 40-მდე შეტყობინება შევიდა
დედაქალაქში უხვი ნალექის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 40-მდე შეტყობინება შევიდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ყველა შეტყობინებაზე მოხდა რეაგირება.
უხვმა ნალექმა თბილისსა და მის შემოგარენში პრობლემები შექმნა. წვიმის გამო, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ, ასევე მოქალაქეების ნაწილს სახლების პირველი სართულები დაეტბორათ.