უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები თვითიზოლაციას „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასშიც“ გაივლიან
„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები თვითიზოლაციის პერიოდს გაივლიან.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ (Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace) მმართველი კომპანია საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის დასახმარებლად არსებულ რთულ ვითარებაში, სასტუმროში უფასოდ განათავსებს პირებს, რომლებიც უცხოეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან.
ამასთან, უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები თვითიზოლაციას სასტუმრო „ჰოლიდეი ინშიც“ გაივლიან.