გაერთიანებულ სამეფოში თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე შემცირდა
გაერთიანებულ სამეფოში თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე შემცირდა

გაერთიანებულ სამეფოში თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე შემცირდა.

ცვლილება შემდეგი კვირიდან ამოქმედდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ცვლილებები „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებული პირების კონტაქტებს, ასევე, სხვა ქვეყნებიდან შესულ მგზავრებს შეეხებათ.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, თვითიზოლაციის დღეების რაოდენობის შემცირება საფრთხეს არ გამოიწვევს.