საფრანგეთის პრემიერი ჟან კასტექსი ლიბანში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს და თვითიზოლაციაში გადადის
საფრანგეთის პრემიერი ჟან კასტექსი ლიბანში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს და თვითიზოლაციაში გადადის

საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, ჟან კასტექსი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადადის და ლიბანში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ამასთან, გმოცემა „ლე ფიგაროს“ ცნობით, პრეზიდენტის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი თვითიზოლაციაში რამდენიმე დღის წინ გადავიდა, რადგან მას ერთ-ერთ კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიჯიტ მაკრონის ბოლო ტესტის პასუხი ნეგატიურია.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს „კოვიდ-19“ დღეს დაუდასტურდა. პრეზიდენტი 7 დღით იზოლაციაში გადავიდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკრონმა ტესტი პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე გაიკეთა.