სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა
სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR-ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტეს, სალომე ზურაბიშვილის თვითიზოლაციაში გადასვლა პრემიერთან კონტაქტს უკავშირდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.