ტყიბულში, ახალსოფლის წყალსაცავში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, სოფელ საწირეს მკვიდრი წყალსაცავზე საბანაოდ ნათესავთან ერთად იმყოფებოდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ბავშვის ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.