ტყიბულში, წყალსაცავში მოზარდი დაიხრჩო

14:20, 01.07.2018

ტყიბულში, ახალსოფლის წყალსაცავში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, სოფელ საწირეს მკვიდრი წყალსაცავზე საბანაოდ ნათესავთან ერთად იმყოფებოდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ბავშვის ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.

მსგავსი