ტყიბულში, გარემოპოვების კარიერზე ორი მუშის დაღუპვის ადგილზე შრომის ინსპექტორები მუშაობენ
ტყიბულში, გარემოპოვების კარიერზე ორი მუშის დაღუპვის ადგილზე შრომის ინსპექტორები მუშაობენ

ტყიბულში, გარემოპოვების კარიერზე ორი მუშის დაღუპვის ადგილზე შრომის ინსპექტორები მუშაობენ. ისინი ვითარებას შეისწავლიან და დასკვნას მოამზადებენ.

„ჩვენ დავათვლიერებთ შემთხვევის ადგილს, შევხვდებით დასაქმებულებს, დამქირავებელს და კომპლექსურად შევისწავლით საკითხს“, – განაცხადა პირველ არხთან შრომის ინსპექტორმა ირაკლი იობიძემ.

შეგახსენებთ, ტყიბულში კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ გარემოპოვების კარიერზე დღეს, გამთენიისას ორი მუშა დაიღუპა.

27 და 59 წლის მეშახტეების დაღუპვის მიზეზი, წინასწარი ვერსიით, ჟანგბადის უკმარისობა გახდა.

პროფკავშირების ინფორმაციით, უბედური შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.