კარლ ჰარცელი – სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული მაღაროელის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, მძიმე მდგომარეობაში მყოფთ კი, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

17:03, 31.01.2022

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ტყიბულის მაღაროში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპული მაღაროელის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

ამასთან, კარლ ჰარცელმა შემთხვევის შედეგად დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

„მინდა, სამძიმარი გამოვხატო დაღუპული მაღაროელის ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ, მძიმე მდგომარეობაში მყოფთ კი, სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ტყიბულის მაღაროში მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი