ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში „ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს, რასაც „ჰამასი“ სიცრუეს უწოდებს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში „ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს, რასაც „ჰამასი“ სიცრუეს უწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში „ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.

ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო.

მოძრაობა „ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს.