შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის​ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის​ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი 1970 წელს დაბადებული მ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.შ.-მ მოქალქეს მოტყუებით, ჩამორთმეული მართვის უფლების თითქოსდა აღდგენის სანაცვლოდ 2000 ლარი გამოართვა.