ტყიბულში, გარემოპოვების კარიერზე ორი მუშა დაიღუპა

10:50, 02.06.2018

ტყიბულში, გარემოპოვების კარიერზე ორი მუშა დაიღუპა, – ამის შესახებ პირველ არხს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ განუცხადა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, შემთხვევა არ მომხდარა „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის შახტებში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ერთ-ერთი კერძო კომპანიის ღია მოპოვებით საწარმოში.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილობრივები მადნეულს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.

მსგავსი