ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ცეცხლი სავარაუდოს პირუტყვის სადგომში გაჩნდა და საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის დამატებითი ჯგუფების გამოძახება ქუთაისიდან გახდა საჭირო.
ოჯახი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს და სახელმწიფოს დახმარებისკენ მოუწოდებს.